აჭარაში სპორტული ობიექტების მშენებლობა არ გაჩერებულა
Aa
Aa

აჭარაში სპორტული ობიექტების მშენებლობა არ გაჩერებულა

აჭარაში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

აქტიურ ფაზაშია ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა. ამ ეტაპზე სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება. დასრულდა სკამების მონტაჟი.

პროექტი აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება, ბიუჯეტი 62 მლნ. ლარია.ბათუმში მიმდინარეობს კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული პროექტი, ახალი სპორტული ბაზის და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.

უკვე აშენდა 80 ბავშვზე გათვლილი საფეხბურთო აკადემიის კონსტრუქცია. მიმდინარეობს შიდა მოწყობის სარემონტო სამუშაოები. პროექტი 2500 ბავშვზეა გათვლილი და კერძო ინვესტიციით ხორციელდება. მშენებლობაზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სპორტული ბაზის პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია.

 

ცხელი ამბები