ისრაელ ადესანია-
Aa
Aa

ისრაელ ადესანია-"ვგრძნობ,რომ თეთრკანიანებს ჩემი ეშინიათ,იმიტომ,რომ შავი ვარ"

UFC-ის ჩემპიონი ისრაილ ადესანია აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება. მებრძოლი ოკლენდში იმყოფება, სადაც განცხადება გააკეთა:

გაბრაზებული ვარ.რამდენია ჩვენაირი ვინც მაღაზიაში შესვლისას ხელები უკან მიგვაქვს , რომ ამ ნაბიჭ***** მა პოლიციელბა არ მოგვკლან? რამდენი ვართ,რომლებიც ქუჩაში მივდივართ და ვხდევათ,რომ თეთრებს ჩვენი ეშინიათ? ეს ხდება ჩემ თავზე.მე ამას ვგრძნობ. მე ვიწევი გვერდზე და ვატარებ მათ იმიტომ , რომ მე შავი ვარ და ჩემი ეშინიათ. მე რა გავაკეთო. მე არ მაქვს არჩევანის უფლება და მანც თუ მომცემდნენ არჩევანის უფლებას მე მაინც შავკანიანად დავრჩებოდი“-განაცხადა ადესანიამ

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გამოყენების ბრალდებით დააკავეს. მომხდარის გამო აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები