ბასილაშვილის საქმეზე ჯოკოვიჩს დაკითხავენ? -
Aa
Aa

ბასილაშვილის საქმეზე ჯოკოვიჩს დაკითხავენ? - "ნოლე" ნიკას ესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის გახმაურებულ საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

"პრაიმტაიმს" ქართველი ჩოგბურთელის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ესაუბრა და განუცხადა, რომ ჯოკოვიჩსა და ბასილაშვილს შორის კონტაქტი შედგა და სერბმა ჩვენს თანამემამულეს მხარდაჭერა აღუთქვა.

გამოცემის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში ჯოკოვიჩი მზადაა, სასამართლოს ჩვენება მისცეს 2019 წლის ინციდენტზე, რომელიც ამერიკის ღია პირველობისას მოხდა. ჭკადუა არ აკონკრეტებს, თუმცა არ უარყოფს, რომ სასამართლოს ჩვენებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მისცემენ.

„მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ არასასიამოვნო დიალოგი მოხდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა, ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ“, – აცხადებს ადვოკატი.

ჭკადუას თქმით, ყოფილი მეუღლის მხრიდან არაერთხელ იყო მუქარა, რომ ის ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას დაანგრევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები