BBC-ის გამოკითხვა: ქეცბაიას გიჟური ემოცია პრემიერ ლიგის საკულტო აღნიშვნებში
Aa
Aa

BBC-ის გამოკითხვა: ქეცბაიას გიჟური ემოცია პრემიერ ლიგის საკულტო აღნიშვნებში

ბრიტანულმა მედიამ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია კიდევ ერთხელ გაიხსენა. BBC-ის ჟურნალისტმა ემლინ ბეგლიმ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების საკულტო აღნიშვნების შესახებაა.

ქეცბაიას ერთად საკულტო აღნიშვნებში რობი კინი, ფაბრიციო რავანელი, ლომანო ლუალუა, ფაკუნდო სავა, ალან შირერი, დანიელ სტარიჯი, იურგენ კლინსმანი, იან რაიტი, ნილ რუდოკი, რობი ფაულერი, ჯიმი ბულარდი, მარიო ბალოტელი, ლუის სუარესი, სამუელ ეტოო, უეინ რუნი, ერიკ კანტონა და პიტერ კრაუჩი მოხვდნენ.

სტატიის ავტორმა საკულტო აღნიშვნებიდან ყველაზე გიჟურად თემურ ქეცბაიას, კუნ აგუეროს, ემანუელ ადებაიორისა და სტივენ ჯერარდის ქმედებები მიიჩნია.

BBC პრემიერ ლიგის საუკეთესო საკულტო აღნიშვნას გამოკითხვის გზით გამოავლენს. ამ ეტაპზე ქეცბაიას აღნიშვნას ხმათა 4 პროცენტი ერგო.

''თემურ ქეცბაია ინგლისში ყველაზე მეტად ცნობილი საკულტო აღნიშვნითაა. 1998 წლის იანვარში თემურ ქეცბაიამ უკანასკნელ წუთზე ''ბოლტონს'' გამარჯვების გოლი გაუტანა. გოლის გატანის შემდეგ ქეცბაიამ მაისური გაიხადა და ქომაგებში ისროლა, შემდეგ კი ბუცების გახდა დაიწყო და სარეკლამო აბრას ფეხს ურტყამდა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა ფილიპე ალბერტმა შეაჩერა. ალან შირერმა ქომაგებში ნასროლი მაისური დაუბრუნა, რითიც შეხვედრა უნდა დაესრულებინა. ალბათ ეს იყო გოლის ყველაზე ბრაზიანი აღნიშვნა პრემიერ ლიგის ისტორიაში.''

თემურ ქეცბაიამ ''ნიუკასლში'' სამი სეზონი გაატარა (1997-2000). პირველ სეზონში პრემიერლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და სასტარტოში 17 შეხვედრაში მოხვდა. მეორე სეზონში 25 თამაშში მიიღო მონაწილეობა (13 - სასტარტოში). მესამე სეზონში ქეცბაიასადმი დიდი ნდობა აღარ იყო, პრემიერლიგის 20 მატჩში ითამაშა, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ 12 თამაშში მოხვდა.

თემურ ქეცბაიამ პრემიერ ლიგაში 8 გოლი გაიტანა, რაც ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. მას მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება ''მანჩესტერ სიტის'' ლეგენდარული ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები