Aa
Aa

ნისლიან ალბიონზე სკანდალი მწიფდება - ჩემპიონშიპის 6-მა გუნდმა შესაძლოა პრემიერ ლიგას უჩივლოს

Times-ის ინფორმაციით ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის სატურნირო ცხრილის მოწინავე ექვსეული მიმდინარე სეზონის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგია და იმ შემთხვევაში თუ ისინი დაწინაურების შანსს ვერ მიიღებენ, აპირებენ პრემიერ ლიგის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, გუშინ „ლიდსის“, „ვესტ ბრომვიჩის“, „ფულემის“, „ბრენტფორდის“, „ნოტინგემისა“ და „პრესტონის“ წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრა გამართეს, რომელზეც სამომავლო გეგმები განიხილეს.

ჩემპიონშიპში მოასპარეზე გუნდების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ ლიგის რამდენიმე წარმომადგენელს მიმდინარე სეზონის გაუქმება სურს. ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მოთამაშე კლუბების ინტერესებში კი, სეზონის ჩამთავრება შედის. მათ პრემიერ ლიგაში დაწინაურება უნდათ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში რადიკალური ზომებიც მიიღონ.

როგორც მოგეხსენებათ ჩემპიონშიპის წარმომადგენლებისთვის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურება ფინანსური გადმოსახედიდან უმნიშვნელოვანესია. Daily Mail-ის მიხედვით, პრემიერ ლიგაში აღზევებას დაახლოებით 200 მილიონი ფუნტის ოდენობის შემოსავალი მოაქვს, რაც ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით საკმაოდ დიდი თანხაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები