Aa
Aa

11:0 ერთი ამოსუნთქვით - გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია!

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე 125 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა. პეტრიაშვილმა ოქროს მედლისთვის ბრძოლა პოლონელ რობერტ ბარანთან გამართა და ძალიან დამაჯერებლად, 11:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ გენოს მეტოქე ბრძოლის დაწყებისას ხალიჩიდან გაექცა, რის გამოც მსაჯმა ის გააფრთხილა და პეტრიაშვილს 1 ქულა მისცა.

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა ! გარდა ამისა, მის ანგარიშზე მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ოქროს მედალია !

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, ქართველმა ფალავანმა დიდი უპირატესობით რუსი ციჟიპოვი 11:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკრაინელ ხოციანივკის 7:2 სძლია. ქართველმა უკრაინელს შანსი არ დაუტოვა და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ფინალშის ასპარეზობის უფლება.

შეგახსენებთ, დღეს 61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ფინალში რუსს ალექსანდრ გოგომოევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო 74 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ დამამშვიდებელ წრეში ესპანელი დიასი დაამარცხა და შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ბულგარელი კიროვი 10:0 გაანადგურა. კენჭაძემ ქართველი ქომაგები ბრინჯაოს მედლით გაახარა.

ცხელი ამბები