„ბარსელონა
Aa
Aa

„ბარსელონა" ზამთარში თავდამსხმელს არ შეიძენს

Mundo Deportivo იტყობინება, რომ კატალონიის „ბარსელონა“ ზამთარში თავდამსხმელს არ შეიძენს. ლუის სუარესის ტრავმის შემდეგ, უცხოური პრესა აქტიურად წერდა, რომ „ბლაუგრანა“ ურუგვაელის დროებით შემცვლელს გადაიბირებდა, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა.

Mundo Deportivo-ს ცნობით „ბარსელონამ“ ვერ იპოვა ფორვარდი, რომლის სატრანსფერო ღირებულება გაბერილი არ იქნება და ამავდროულად ის სეტიენის გუნდის გაძლიერებას შეძლებს.

„ბლაუგრანას“ ობამეიანგსა და როდრიგოს უკავშირებდნენ და Mundo Deportivo თავის სტატიაში სწორედ ამ დუეტზე საუბრობს.

ობამეიანგი - გაბონელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ მესვეურთა რჩეული იყო, მაგრამ „არსენალი“ მას ძვირად აფასებს და დიდად მისი გაშვების პერსპექტივაც არ ხიბლავს.

როდრიგო - „კამპ ნოუზე“ თვლიან, რომ როდრიგოს სატრანსფერო ღირებულება გაბერილია. „ბარსა“ ზამთარში იმდენის დახარჯვას ნამდვილად არ აპირებს, რამდენსაც „ვალენსია“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ ითხოვს.

Mundo Deportivo მოვლენების სავარაუდო განვითარებაზეც წერს და აცხადებს, რომ სეტიენმა შესაძლოა პრობლემების მოსაგვარებლად როტაციაში ახალგაზრდა ალექს კოლადო ჩართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები