მაკე-კოში - ტოჩინოშინი გოეიდოსთან მარტივად დამარცხდა
Aa
Aa

მაკე-კოში - ტოჩინოშინი გოეიდოსთან მარტივად დამარცხდა

2020 წლის პირველი სუპერტურნირის მე-13 დღეს ლევან გორგაძე ოძეკის წოდების მქონე გოეიდოს შეერკინა. ტოჩინოშინს მის წინააღმდეგ ყოველთვის უჭირდა და სამწუხაროდ გამონაკლისი არც დღევანდელი ჯახი გამოდგა.

გოეიდომ ძლიერი ტაჩიაით უპირატესობა ბრძოლის სტარტზევე მოიპოვა და გორგაძე დოჰიოს მიღმა იორიკირის ილეთით მარტივად გადაიყვანა. 

 

ხვალ ტოჩინოშინი ასევე ოძეკის წოდების მქონე ტაკაიასუს გაეჯიბრება. ქართველ გოლიათს მის წინააღმდეგ 20 ბრძოლა აქვს გამართული და სასურველი შედეგი 8-ჯერ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დაპირისპირება ტაკაიასუს გამარჯვებით დასრულდა.

ცხელი ამბები