კოტენაგე - მე-7 მარცხი
Aa
Aa

კოტენაგე - მე-7 მარცხი "ჰაცუ ბაშოზე" - ტოჩინოშინის ამოცანა რთულდება

„ჰაცუ ბაშოს“ მე-12 დღეს ლევან გორგაძე მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს ოძეკი ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და კოტენაგეს ილეთით დამარცხდა.

ბრძოლა ორივემ აგრესიულად დაიწყო, ლევანი მეტოქეს სტილში აყვა რაც შეცდომა იყო, საბოლოოდ ტაკაკეიშომ გორგაძე დოჰიოზე ლამაზი ილეთით დააგდო და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

 

ამ მარცხის შემდეგ ლევან გორგაძეს  5 მოგება და 7 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დაფიქსირება სულ უფრო რთული ხდება.

ტოჩინოშინს ტაკაკეიშოს წინააღმდეგ აქამდე 9 ორთაბრძოლა ჰქონდა გამართული, რომელთაგან მხოლოდ 2 მოიგო, აქედან ერთი კი ფუსენით (ტრავმის გამო).

მე-13 დღეს ლევანის მეტოქე მორიგი ოძეკი, გოიედო იქნება. ქართველ სეკიტორს მასთან 28 ბრძოლა აქვს გამართული. „ტოჩი“ 18-ჯერ დამარცხდა და 10-ჯერ იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ გორგაძემ გოიედოსთან ჩატარებულო ბოლო 4 ბრძოლიდან ოთხივე დათმო.

ცხელი ამბები