„შესაფერისი ლოსიონი გამოიყენე
Aa
Aa

„შესაფერისი ლოსიონი გამოიყენე" - უაილდერი ფიურის გამოეხმაურა

დეონტეი უაილდერი ტაისონ ფიურის ხმამაღალ განცხადებას გამოეხმაურა. ბრიტანელის თქმით იგი უაილდერს ნოკაუტში მეორე რაუნდში ჩააგდებს, რასაც დეონტეიმ TMZ-სთან საუბრისას უპასუხა: „ფიურის ბოდვის ვინმეს სჯერა? დაუჯერებელია ფიურიმ ნოკაუტში მეორე რაუნდში ჩამაგდოს. მას მუშტების მაგივრად ბალიშები აქვს.

ამ სპორტში 6 წელი დამრჩა, მაგრამ თუ ის ნოკაუტში მეორე რაუნდში ჩამაგდებს, მაშინ კრივიდან წავალ“.

დეონტეიმ ფიურის მიერ დღეში 7-ჯერ მასტურბაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ისიამოვნე, ოღონდ შესაფერისი ლოსიონი გამოიყენე. რასაც ის ამბობს ხალხის გასართობდაა, მაგრამ ეს სულერთია. ისიამოვნე მეგობარო, ოღონდ შესაფერისი ლოსიონი გამოიყენე. სქელი ლოსიონი უკეთესი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ ფიურისა და უაილდერის რევანში 23 თებერვალსაა ჩანიშნული და ლას-ვეგასში გაიმართება.

ცხელი ამბები