Aa
Aa

"ოპერაცია ერიქსენი" სრულდება? - აგენტს "ინტერის" ოფისში დღეს ელოდებიან

კრისტიან ერიქსენის წარმომადგენლები, „ინტერის“ ხელმძღვანელობასთან დასკვნითი სატრანსფერო დეტალების შესათანხმებლად, უახლოეს საათებში მილანში ჩავლენ.

Sky Sport Italia-ს ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს შესამცირებლად, იტალიელები გარიგებაში მატიას ვესინოს ჩართვას გეგმავენ. მხარეები დღეს სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.

თავად დანიელი მოთამაშე „ნერაძურიში“ გადასვლაზე თანხმობას აცხადებს, ჯერი კი კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა მიმდგარი.

ერიქსენის იანვარშივე გასხვისება „ტოტენჰემისთვისაც“ პრიორიტეტულია, რადგან მან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და თუ არ გაიყიდა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები