Aa
Aa

პირველი შეხვედრა შედგა - "მილანი" პოლიტანოს ტრანსფერზე მუშაობს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „მილანის“ ინტერესთა სფეროში „ინტერის“ ცაცია ვინგერი, მატეო პოლიტანო მოექცა.

გამოცემის გავლენიანი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ „როსონერის“ წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდნენ და მისგან წინასწარი თანხმობა მიიღეს.

შესაბამისად, ახლა ჯერი „ინტერთან“ მოლაპარაკებაზეა, რომლის რიგებშიც 26 წლის შემტევს თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლევა. „ნერაძურიში“ ანტონიო კონტეს დანიშვნის შემდეგ პოლიტანომ ძირითადში ადგილი დაკარგა და ამ სეზონში სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა.

აღნსანიშნავია, რომ „მილანს“ პოლიტანოს დამატება ადრეც სურდა, თუმცა ბრძოლა სწორედ „შავ-ლურჯებთან“ წააგო, რომელთაც ფეხბურთელის ტრანსფერში „სასუოლოს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

არაა გამორიცხული, რომ კლუბები ამ ეტაპზე საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, სეზონის ბოლოს კი უკვე სრულფასოვან ტრანსფერზე დაილაპარაკონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები