რუსეთი დისკვალიფიცირებულია! ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატებს მიღმა
Aa
Aa

რუსეთი დისკვალიფიცირებულია! ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატებს მიღმა

საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ რუსეთის ფედერაცია 4 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

2020 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე და 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი სპორტსმენები დროშის და ჰიმნის გარეშე იასპარეზებენ. 

სპორტსმენები , რომლებიც დაამტკიცებენ თავიანთ სისუფთავეს პრეპარატებთან დაკავშირებით , ისინი შეჯიბრზე  ნეიტრალური დროშით გამოვლენ.

დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება UEFA-ს რეგულაციებზე და ამიტომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად სანქტ-პეტერბურგი დარჩა.

კომიტეტმა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის მოხსნის რეკომენდაცია თავდაპირველად 25 ნოემბერს გასცა. გადაწყვეტილება მათ იმით ახსნეს, რომ მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაპორატორიაში რუსი სპორტსმენების დოპინგ-ტესტების ნიმუშები გაქრა (იგულისხმება 2012-2015 წლები) და ადგილი ჰქონდა გარკვეულ მანიპულაციებს.

ცხელი ამბები