5 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა! მოურინიომ
Aa
Aa

5 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა! მოურინიომ "ტოტენჰემში" გამარჯვებით დაიწყო! (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-13 ტურში ჟოზე მოურინიოს დაბრუნება შედგა. „განსაკუთრებულის“ „ტოტენჰემი“ ლონდონში „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

„დეზებმა“ ჟოზეს ხელში ტაიმნახევარი ბრწყინვალედ ითამაშეს და ძალიან დამაჯერებლად სამბურთიანი ფორითაც იგებდნენ.

გოლების ავტორები სონი, მოურა და კეინი გახდნენ. მეორე ტაიმში ცოტათი მოდუნდნენ და 2 გოლი გაუშვეს. „ვესტ ჰემის“ რიგებში თავი ანტონიომ და ოგბონამ გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ კრისტიან ერიკსენს არც მოურინიო ენდო და დანიელი თადარიგში დატოვა. როგორც ჩანს, ერიკსენი ზამთარში ტრანსფერზე დადგება და „ტოტენჰემს“ დატოვებს.

მოურინიომ პრემიერლიგაში „დეზების“ 5 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ტოტენჰემი“ 17 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები