Aa
Aa

"უკვე სიტყვები აღარ მყოფნის" - გაოცებული ვალვერდე და არტურო ვიდალი

კატალონიის „ბარსელონას“ სუპერვარსკლავმა, ლეო მესიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. „ვალიადოლიდთან“ დაპირისპირებაში, რომელიც „ბლაუგრანამ“ 5-1 მოიგო „ლა პულგამ“ დუბლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი არგენტინელის პირველი გოლი აღმოჩნდა. ლეომ „ვალიადოლიდის“ კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო. მესისთვის ეს გოლი საიუბილეო გახლდათ. მან კარიერაში 50-ე ჯარიმა გაიტანა.

„ლა პულგას" ფენომენალური გამოსვლა შეუმჩნეველი არავის დარჩენია. „ბარსელონას“ ლიდერის გენიალიზმს სოციალურ ქსელებსა და უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ვალიადოლიდთან“ მატჩის შემდეგ, მესის შესახებ კომენტარი ერნესტო ვალვერდემაც გააკეთა და განაცხადა: „რისი თქმა შემიძლია? უკვე სიტყვები აღარ მყოფნის. მესის ტალანტის სხვებთან შედარება წარმოუდგენელია. ყოველთვის, როცა ლეო ბურთს ეხება, რაღაც განსაკუთრებული ხდება. უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ის ფორმის პიკს უახლოვდება და როცა მიზანს მიაღწევს ჩვენს ოპონენტებს რაღაც ცუდი დაემართებათ“.

„ვალიადოლიდთან“ ჯახის შემდეგ, ესპანურ პრესასთან არტურო ვიდალმაც ისაუბრა. ვალვერდეს მსგავსად მესი ჩილელმა ნახევარმცველმაც შეაქო და აღნიშნა: „ჩვენ მესის თამაშს ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ ის ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებს. მესი სხვა პლანეტიდანაა. ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ. რაც შეეხება მესის, მის შესახებ აღარ ვიცი რა ვთქვა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები