MMA-ის მებრძოლი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

MMA-ის მებრძოლი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

MMA-ის მებრძოლი ქალბატონი, ქეითი კოლინსი 32 წლის ასაკში ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მისმა მწვრთნელმაც დაადასტურა.

კოლინსი, ვისი მეტსახელიც „წითელი დრაკონი“ გახლდათ სამწლიანი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა, რომელთა შორის Bellator-ც იყო.

არკანზასში დაბადებულ ქალბატონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გასულ უქმეებზე შეექმნა.

კოლინსის მწვრთნელმა პუბლიკას ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში ამცნო და Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: „ბრძოლა დასრულდა“...

„შენ ყოველთვის ბოლომდე იბრძოდი და ჩვენ შენი იმედი არასდროს დაგვიკარგავს. ქეით, მე შენით ყოველთვის ვამაყობდი. ჩემთვის დიდი პატივია შენს ოცნებას ერთად რომ მივაღწიეთ. ძალიან მომენატრები“.

„წითელმა დრაკონმა“ სამოყვარულო დონეზე საკმაოდ ბევრი ბრძოლა ჩაატარა. პროფესიონალურ დონეზე კი 12-დან 7 შერკინება მოიგო.

ცხელი ამბები