Aa
Aa

უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალის მასპინძელი გამოაცხადა

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალური მატჩი სევილიაში, „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართება, ხოლო ამავე წლის სუპერ თასის შეხვედრას ბელფასტი უმასპინძლებს.

ევროპა ლიგის ხსენებული წლის ფინალზე პრეტენზია თბილისის „დინამო არენასაც“ ჰქონდა, თუმცა უეფა-მ ამჯერად გადაწყვეტილება სევილიას სასარგებლოდ მიიღო.

ასევე გამოცხადდა 2021-2023 წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი სამივე ქალაქი. 2021 წელს ფინალური მატჩი სანქტ პეტერბურგში, შემდეგ წელს - მიუნხენში, ხოლო 2023 წელს - ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართება.

სანქტ პეტერბურგი მოსკოვის შემდეგ რუსეთის მეორე ქალაქია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლებს. „უემბლიზე“ გასამართი ფინალი კი ამ ლეგენდარული სტადიონის 100 წლისთავს მიეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური მატჩი სტამბულში, “ათათურქის“ სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, 30 მაისს, ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები