2 მედალი ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე !!! 21 წლის რეზი დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია
Aa
Aa

2 მედალი ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე !!! 21 წლის რეზი დავითაძე მსოფლიო ჩემპიონია

პირველი ოქროს მედალი ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატიდან.

რევაზ დავითაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა , ხოლო საერთო ჩათვლაში ბრინჯაოს დასჯერდა.

21 წლის ქართველმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ოქროს მედალს დაეუფლა.

რევაზ დავითაძემ ოქროსთვის ბრძოლაში 166, 169, 172 კილოგრამი დაძლია და ატაციში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

რევაზ დავითაძემ აკვრაში 199 კილიგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 371 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია , რომ ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ახალგაზრდა სპორტსმენმა ფეხი დაიზიანა და აკვრის ორი მისვლა გააცუდა.

ტაილანდის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ :

 96 კგ. ანტონ პლესნოი - 24 სექტემბერი - 14:55 საათი
102 კგ. ირაკლი ჩხეიძე - 25 სექტემბერი - 17:25 საათი
+109 კგ. გიორგი ჩხეიძე - 27 სექტემბერი - 08:00 საათი
+109 კგ. ლაშა ტალახაძე - 27 სექტმებერი - 12:55 საათი

ცხელი ამბები