Aa
Aa

ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია! ქართველმა ფალავანმა რუსი მეტოქე გაანადგურა!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, თავისუფალ სტილში მოჭიდავე ბექა ლომთაძე, რომელიც 61 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ იდრისოვს დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველი მოჭიდავის გამარჯვებით 6:1 დასრულდა.

ლომთაძემ ფინალი იდეალურად ჩაატარა და რუს მოწინააღმდეგეს არანაირი შანსი არ დაუტოვა.

მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ხუთმა ქართველმა მოიპოვა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ლომთაძემ ნავსი გატეხა და ფინალებში (2 ევროპა, 1 მსოფლიო) დამარცხების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას,  ლომთაძემ მოლდოვის სახელით მოასპარეზე ესანუ 10:0 გაანადგურა, რის შემდეგაც მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ გრაფს დაუპირისპირდა. ლომთაძემ მოლდოველის მსგავსად ამერიკელის ბარიერიც დაძლია. ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ინდოელი რაჰულ ავარე დამაჯერებლად 10:6 დაამარცხა.

ცხელი ამბები