თუშიშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!
Aa
Aa

თუშიშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს გრან-პრი მიმდინარეობს. +100 კგ. წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალში გასვლა მოახერხა და ოქროს მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, ქართველმა სპორტსმენმა ყაზახი იერასილ ხაჟიბაევსის დამარცხების შემდეგ უზბეკი ალიშერ იუსუპოვის ბარიერი დაძლია და ნახევარფინალში გავიდა. თუშიშვილმა იაკივ ხამოს ძლევით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ფინალურ ორთაბრძოლაში თუშიშვილის მეტოქე უზბეკი ბეკმუროდ ოლტიბოევი იქნება.


 

აღნიშნულ ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი ასპარეზობს. -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, ალჟირელი აბდერაჰმან ბენამადისა და სომეხი არსენ ხანძიანის დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ხუსენ ხალმურზაევის ბარიერი ვერ დაძლია. ბექაური ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ცხელი ამბები