Aa
Aa

"ჰალის" ფეხბურთელი სიმსივნეს ებრძვის

„ჰალ სიტის“ ინგლისელ ფეხბურთელს, ანგუს მაკდონალდს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. 26 წლის უკანახაზელს ნაწლავის სიმსივნე დაუდგინდა.

მაკდონალდმა „ვეფხვებთან“ კონტრაქტი 2018 წელს გააფორმა, თუმცა 12 თვეა ტრავმის გამო ლაზარეთში იმყოფება და სავარაუდოდ საყვარელ საქმიანობას კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება.

მძიმე დიაგნოზის მიუხედავად 26 წლის მოთამაშე დანებებას არ აპირებს და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ ბრძოლისთვის მზად გახლავთ.

„ამ პოსტის დაწერა რთულია, მაგრამ ცხოვრება არაა გზა, რომელზეც ყოველთვის მარტივად გადაადგილდები. დღეს კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ მე ნაწლავის სიმსივნე მაქვს“.

„მოედნის მიღმა გატარებული ერთი წელიწადის შემდეგ, სრული დატვირთვით ვარჯიში განვაახლე და მინდორზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. ამიტომ ეს სიახლე ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო და მისი მიღება და ბოლომდე გააზრება მიჭირს“.

„თუმცა ფანტასტიკური ოჯახი და მეგობრები მეგობრები მყავს. ჩემ გვერდით რამდენიმე კარგი ადამიანია. ისინი ამ დაბრკოლების გადალახვაში აუცილებლად დამეხმარებიან. ასევე საოცარი თანაგუნდელები და კლუბის პერსონალი მყავს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ“.

„ვხვდები, რომ წინ ახალი გამოწვევა მელის. საბრძოლველად მზად ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 100 პროცენტით გამოვჯანმრთელდე და მოედანზე დავბრუნდე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები