რონალდუმ მესიზე ისაუბრა:
Aa
Aa

რონალდუმ მესიზე ისაუბრა: "ჩვენ ამ სცენას 15 წლის განმავლობაში ვიყოფდით"

დღეს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ცერემონიის დასრულების შემდეგ UEFA-ს 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი.

ზემოთ ხსენებულ ჯილდოზე სამი მოთამაშე გახლდათ წარდგენილი - ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ვირჯილ ვან დეიკი. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "ლივერპულის" უკანახაზელი გამოარჩია. ჰოლანდიელი მცველის დაჯილდოებამდე კი წამყვანი გვერდიგვერდ მსხდომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის გაესაუბრა.

წამყვანი (კრიშტიანუს მიმართავს): "დიდი ხანია თქვენ ორნი აქ ერთად არ ყოფილხართ. შევამჩნიეთ, რომ ერთმანეთში ბევრს საუბრობთ. მოგენატრა"?

რონალდუ: "ჩვენ ამ სცენას 15 წლის განმავლობაში ვიყოფდით. არ ვიცი ასეთი რამ ფეხბურთში ოდესმე მომხდარა თუ არა - მუდამ ჩვენ ორნი ერთი და იგივე სცენაზე. ეს მარტივი ნამდვილად არაა".

"ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთად ჯერ არ გვისადილია, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში ყველაფერი შეიცვლება".

"ესპანეთში თამაში მომენატრა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩვენ მეტოქეობა გვქონდა, რაც ორივესთვის კარგი იყო. იგი ბიძგს მაძლევდა და პირიქით. მშვენიერია, როცა საფეხბურთო ისტორიის ნაწილი ხარ. აქ ვარ და რა თქმა უნდა ისიც აქაა".

წამყვანი: "ბოლო ინტერვიუში კარიერის დასრულება ახსენე. ფეხბურთიდან ალბათ ჯერ არ წახვალ. შეიძლება გთხოვოთ, რომ კარიერა მაშინ დაასრულო, როცა ამას ლეო გააკეთებს"?

რონალდუ: "ის ჩემზე ორი წლით ახალგაზრდაა. მაგრამ ვფიქრობ ჩემი ასაკისთვის კარგად გამოვიყურები. აქ ყოფნას გაისადაც, ორი წლის შემდეგაც და სამი წლის შემდეგაც ვაპირებ. ასე რომ ადამიანებს, რომლებსაც არ მოვწონვარ, ჩემი ნახვა კიდევ მოუწევთ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები