შოთაძის ოქროს მედალი! - ქართველის ტრიუმფი მსოფლიოს ჩემპიონატზე
Aa
Aa

შოთაძის ოქროს მედალი! - ქართველის ტრიუმფი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 67 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა გიორგი შოთაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ დაპირისპირებაში შოთაძემ სომეხი ხაჩატარიანი 6:3 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, სამივე ორთაბრძოლამ ქართველის დიდი უპირატესობით ჩაიარა. შოთაძემ პოლონელ მიელევცზიკს 11-0 სძლია , ჩინელ ჰუანს - 8-0, უკრაინელ კრავჩენკოს კი - 9-1.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს შოთაძემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო, დღეს კი მსოფლიოს პირველობა ტრიუმფით დაასრულა.

ცხელი ამბები