''ჩვენი გუნდი გაძლიერდა'' - ბათუმის ''დინამომ'' ახალწვეულები წარადგინა
Aa
Aa

''ჩვენი გუნდი გაძლიერდა'' - ბათუმის ''დინამომ'' ახალწვეულები წარადგინა

საფეხბურთო კლუბმა ბათუმის ''დინამომ'' ჯაბა ჯიღაური და უკრაინელი მეკარე მაქსიმ კუჩინსკი წარადგინა. პრესკონფერენციას აჭარული კლუბის სპორტული დირექტორი ასლან ბალაძე ესწრებოდა.

ასლან ბალაძე:''ფეხბურთის გულშემატკივარი ჯაბა ჯიღაურს კარგად იცნობს, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია ძალიან კარგი ბიოგრაფიით. მის პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თვისებებში დარწმუნებული ვარ. ჯაბა ჯიღაური ბათუმის ''დინამოს'' გააძლიერებს.

რაც შეეხება უკრაინელ ახალწვეულს, ჩვენ გვჭირდებოდა გამოცდილი მეკარე და მაქსიმ კუჩინსკიზე შევაჩერეთ არჩევანი. მაქსიმს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, იმედი გვაქვს თავს გამოიჩენს და ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. ჩვენი გუნდი სწორ გზაზე დგას და თითოეული ახალი ფეხბურთელის მოწვევით სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.''

31 წლის მაქსიმ კუჩინსკის კარიერის დიდი ნაწილი უკრაინის რანგით მეორე ლიგის კლუბებში აქვს გატარებული. გამონაკლისია გასული სეზონი, 2018-19 წლებში კუჩინსკი უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ ლვოვის ''კარპატის'' მეკარე იყო.

ჯაბა ჯიღაური:''მინდა ბათუმის ''დინამო'' იყოს წარმატებული და გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. გუნდში დიდი ამბიციებია, რაც ჩემს კარიერას დიდ მოტივაციას სძენს. ვფიქრობ ბათუმის ''დინამოში'' გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე.''

ჯაბა ჯიღაურმა ბათუმის ''დინამოსთან'' 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები