რატომ სურდა მაგუაიერს
Aa
Aa

რატომ სურდა მაგუაიერს "მანჩესტერში" გადასვლა? ყველაფერი 2011 წელს გამართულ მატჩს უკავშირდება

"მანჩესტერ იუნაიტედმა" როგორც იქნა "ლესტერის" დაყოლიება მოახერხა და ინგლისის ნაკრების მცველი, ჰარი მაგუაიერი გაიფორმა. "წითელმა ეშმაკებმა" 26 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

მაგუაიერს "მანჩესტერში" გადასვლა დიდი ხანი სურდა და ბრიტანული პრესის ინფორმაციით ყველაფერი 2011 წელს გამართულ შეხვედრასა და სატელეფონო ზარს უკავშირდება.

ასოციაციის თასის ფინალში (ტურნირში ახალგაზრდული გუნდები მონაწილეობდნენ) მაგუაიერმა "მანჩესტერის" წინააღმდეგ ტვინის შერყევა მიიღო და ის საღამო საავადმყოფოში გაატარა.

"იუნაიტედმა" ინგლისელ ბიჭუნას მხარდაჭერა გამოუცხადა, ფეხბურთელების მიერ  ხელმოწერილი მაისური უსახსოვრა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. სულ მალე მაგუაიერს სერ ალექს ფერგიუსონმა დაურეკა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა მცველს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჰკითხა და გაამხნევა.

ფერგის სიტყვებმა მაგუაიერს საკუთარი თავის რწმენა შემატა. ინგლისელმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა სწორედ იმ მომენტში დაისახა მიზნად!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები