რუსეთის ნაცვლად სამხრეთ აფრიკული კლუბი -
Aa
Aa

რუსეთის ნაცვლად სამხრეთ აფრიკული კლუბი - "ბორჯღალოსნების" ახალი მეტოქე ცნობილია!

საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 აგვისტოს სამხრეთ აფრიკულ კლუბ "საუთერნ კინგსს" შეხვდება. "პირველ არხი" აღნიშნულ ცნობას რაგბის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბორჯღალოსნებს" ამ დღეს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, თუმცა რუსებმა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლაზე უარი თქვეს.

ალტერნატივა მალე გამოინახა და საკმაოდ კარგიც, რადგან "საუთერნ კინგსი" კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელიც 2017-2018 წლების სეზონიდან "პრო14"-ში, ირლანდიის, იტალიის, შოტლანდიისა და უელსის კლუბებთან ერთად ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები