ქართველმა მორაგბეებმა რუსეთი დაამარცხეს! - თავად 1/4 ფინალში გავიდნენ, რუსები კი ჯგუფში ჩატოვეს
Aa
Aa

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთი დაამარცხეს! - თავად 1/4 ფინალში გავიდნენ, რუსები კი ჯგუფში ჩატოვეს

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში რუსეთის ნაკრები დაამარცხა, რითაც თავად შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო რუსები ჯგუფში ჩატოვა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტურის მატჩი ინგლისთან გამართეს და სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენებმა ბრიტანელთა უძლიერეს ნაკრებს 21:12 მოუგეს და ტურნირი უმნიშვნელოვანესი მოგებით გახსნეს.

მეორე ტურში მეტოქედ გერმანიის ნაკრები გვყავდა, რომელმაც საბოლოო ჯამში ჯგუფის სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, უშუალოდ ჩვენთან კი 15:12 იმარჯვა.

რაც შეეხება გადამწყვეტ რაუნდს, რუსეთთან დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა ის სათავისოდ გარდატეხეს და 22:17 გაიმარჯვეს, რითაც ტურნირის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვეს.

მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე უელსი და მასპინძელი პოლონეთი დაამარცხა. მატჩი ხვალ ჩატარდება და მასში გამარჯვებული 1/2 ფინალში ესპანეთსა და უელსს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და იტალიის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 14:06 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს რაგბი ევროპას ოფიციალურ გვერდზე ვიხილავთ.

ცხელი ამბები