Aa
Aa

ხაბიბის აგენტი: "მეივეზერი გვეხვეწება"

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი აცხადებს, რომ ფლოიდ მეივეზერი მათ ბრძოლის გამართვას სთავაზობს, მეტიც ფლოიდი მათ ეხვეწება.

დაღესტნელი მებრძოლის აგენტი იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ისინი ბრძოლით დაინტერესებულნი არ არიან.

„ფლოიდი ხვეწნას განაგრძობს, როგორც ჩანს მას ფული გაუთავდა. მისი წარმომადგენლები რეგულარულად მიკავშირდებიან და ბრძოლის დაგეგმვას მთავაზობენ.

UFC-ში ბევრი ნამდვილი მებრძოლია, მაგალითად ჟორჟ სენ-პიერი და შესაძლოა მომდევნო ბრძოლა სწორედ მასთან შედგეს“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბოლო ბრძოლა 2018 წელს კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ცხელი ამბები