Marca -
Aa
Aa

Marca - "მანჩესტერი" პოგბას შემცვლელად მილინკოვიჩ-სავიჩს მოიაზრებს

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას შემცვლელი შეარჩია. „წითელი ეშმაკები“ ფრანგი ნაცევარმცველის გასხვისებას არ აპირებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი შეიცვალა და სავარაუდოდ 26 წლის ნახევარმცველი ამ ზაფხულს „ოლდ ტრაფორდს“ დატოვებს.

„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა პოგბას წასვლასთან შეგუებულია და უკვე მის შემცვლელს ეძებს. Marca-ს ცნობით „იუნაიტედმა“ იდეალურ ვარიანტს მიაგნო და ფრანგის გასხვისების შემთხვევაში „ლაციოს“ ფეხბურთელის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენას შეეცდება.

„წითელ ეშმაკებს“ სერბი ნახევარმცველის გადაბირება შარშანაც სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. „ოცნებათა თეატრის“ ბინადრებს მიზნის მიღწევა წელსაც გაუჭირდებათ. „ლაციო“ მილინკოვიჩ-სავიჩის სანაცვლოდ 108 მილიონ ფუნტს ითხოვს და რთული სათქმელია გადაიხდის თუ არა „იუნაიტედი“ ამხელა თანხას. თანაც სერბმა ნახევარმცველმა გასული სეზონი ცუდად ჩაატარა და გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები