ფარიკაობა: ზედიზედ მესამედ - სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
გერმანიაში კერძოდ კი დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში შესანიშნავად იასპარეზა ქართველმა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბაზაძემ 9-დან ყველა ბრძოლის მოგების შემდეგ, ევროპის 4 საუკეთესო მოფარიკავეს შორის ზედიზედ მესამედ მოხვდა.
ნახევარიფინალურ ეტაპზე ქართველის მეტოქე რუსი კამილ იბრაგიმოვი იყო, რომელთანაც 11:15 დამარცხდა.
რუსი მოფარიკავე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ.
კამილ იბრაგიმოვი FIE-ის რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს.
ამრიგად, ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა.
ფოტო - საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია