ვაკოს დუბლი აშშ-ის თასზე
"ავაიას" სტადიონზე ვაკო ყაზაიშვილმა 2 გოლი გაიტანა და „სან ხოსე“ აშშ-ის ღია თასის მერვედფინალში გაიყვანა.
ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა მეტოქე "საკრამენტო რეპაბლიკი" ამგარიშით 4:3 დაამაცხა.
ყაზაიშვილი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 2:2 იყო.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა .
ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე დუბლი შეასრულა.
სეზონის მიმდინარეობის დროს ვაკომ მე-3 გოლი გაიტანა.
"სან ხოსე ერსქვეიქსი" შარშან ამერიკის თასიდან საწყის ეტაპებზე გამოვარდა.