მაკგრეგორი ხაბიბთან მარცხს არასწორ სტრატეგიას აბრალებს
Aa
Aa

მაკგრეგორი ხაბიბთან მარცხს არასწორ სტრატეგიას აბრალებს

7 ოქტომბერს UFC 229-ის ეგიდით კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შერკინება გაიმართა. ორთაბრძოლა დაღესტნელის ტრიუმფით დასრულდა.

მარცხიდან 7 თვის შემდეგ ირლანდიელმა ტონი რობინსთან საუბრისას განაცხადა, რომ საბრძოლო სტრატეგია არასწორად ჰქონდა შერჩეული და თავდაცვაზე აქცენტი არ უნდა გაეკეთებინა.

"ტრავმები, არასწორი საბრძოლო სტრატეგია, ცუდი ტაქტიკა და აგდებული დამოკიდებულება"...

"მე შემტევი სტილის მებრძოლი ვარ. ჩემთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, თუმცა ხაბიბთან ბრძოლისთვის მოსამზადებელი პერიოდის უდიდესი ნაწილი რატომღაც თავდაცვის გაუმჯობეზებაზე ვარჯიშში გავატარე".

"ნელ-ნელა დაცვაზე ორიენტირებულ მებრძოლად ჩამოვყალიბდი. არადა ასეთი სტილით არასდროს მიჩხუბია. ეს შეცდომა ახლაც მაღიზიანებს. დღე არ გასულა ისე, რომ თავდაცვაზე არ მევარჯიშა. იყო მომენტები, როცა ოქტაგონზე საკუთარ თავს რთულ მდგომარეობაში განზრახ ვაგდებდი და შემდეგ სიტუაციის გამოსწორებაზე ვმუშაობდით".

"მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში მძიმე მებრძოლებთან ერთად ვვარჯიშობდი, რომლებიც 90 კილოგრამზე მეტს იწონიდნენ. ერთ-ერთ მომენტში მათთან ჭიდაობისას ტრავმა მივიღე და ფეხი მოვიტეხე".

მაკგრეგორის თქმით მან ჭკუა ისწავლა და განცდილი მარცხის შემდეგ ჩვეულ სტილში ვარჯიშობს. კონორი აცხადებს, რომ "გრეპლინგში" სერიოზული პროგრესი განიცადა და მასზე მძიმე მოჭიდავეები (საუბარი ზემოთხსენებულ სპორტსმენებზეა) გაანადგურა.

ცხელი ამბები