ვასელი: „სიტიმ“ პელეგრინის შანსი უნდა მისცეს
Aa
Aa

ვასელი: „სიტიმ“ პელეგრინის შანსი უნდა მისცეს

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი თავდამსხმელის დარიუს ვასელის განცხადებით, გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ერთი წლით უნდა დატოვოს.

ჩილელი სპეციალისტი „ქალაქურ“ გუნდს 2013 წელს ჩაუდგა სათავეში და შესანიშნავი დებიუტიც ჰქონდა. მისი ხელმძღვანელობით „სიტიმი“ პრემიერლიგა და ლიგის თასი მოიგო.

სამწუხაროდ პელეგრინისთვის მიმდინარე სეზონი ძალიან უიღბლო აღმოჩნდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგას, ინგლისის თასსა და ინგლისის ლიგის თასს გამოეთიშა. ორშაბათს კი „კრისტალ პალასთან“ განცდილი მარცხის შემდეგ პრემიერლიგის მოგების შანსიც პრაქტიკულად დაკარგა.

წარუმატებლობის მიუხედავად ვასელი ფიქრობს, რომ დამრიგებელმა მომდევნო სეზონში დარჩენა დაიმსახურა და მას გუნდის ხელმძღვანელობამ შანსი უნდა მისცეს.

„ვიმედოვნებ, რომ პელეგრინი მომავალ სეზონშიც „სიტის“ მწვრთნელი იქნება. მან კლუბისთვის დიდი სამუშაო გასწია. პელეგრინის წარუმატებლობა ბევრმა სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია. პირველ რიგში ეს ფეხბურთელების ტრავმები იყო. რამდენიმე პრინციპული დაპირისპირების წინ სპეციალისტს წამყვანი მოთამაშეები დააკლდა. ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ბაზარზე უნდა იაქტიუროს და რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი შეიძინოს.“ - განაცხადა ვასელმა.

 

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ „სიტი“ 61 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები