Aa
Aa

ოძეკობა კვლავ გადაიდო - ტოჩინოშინი თავისი საყვარელი ილეთით დაამარცხეს

„ნაცუ ბაშოს“ მე-12 სატურნირო დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა მეისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

მეისეიმ ბრძოლა აქტიურად დაიწყო, ლევანს უკან დაახევინა თუმცა წონასწორობა დაკარგა, მაგრამ ტოჩინოშინმა წამით გვერდით გაწევა ვერ მოასწრო და დოჰიოს მიღმა ფეხი პირველმა დადგა.

აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძე და მეისეი დოჰიოზე ერთმანეთის პირისპირდ პირველად წარსდგნენ.

ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე „ნაცუ ბაშოს“ მთავარი აღმოჩენა მე-8 მაეგაშირა ასანოიამა იქნება, რომელსაც ამ მომენტისთვის მოგება წაგებათა ბალანსი 10-2-თან აქვს.

ლევანი ასანოიამას დოჰიოზე სულ ერთხელ 2017 წელს კიუშუ ბაშოზე შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ცხელი ამბები