The Sun - თუ ბეილი სხვა კლუბში არ გადავა
Aa
Aa

The Sun - თუ ბეილი სხვა კლუბში არ გადავა "რეალის" 23-წლამდელთა გუნდში მოუწევს თამაში

ზინედინ ზიდანს გარეტ ბეილის გასხვისება რომ უნდა ახალი ამბავი არაა. რაც შეეხება თავად უელსელს, 29 წლის ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბედნიერია" და წასვლას არსად აპირებს.

ცოტა ხნის წინ ბეილის აგენტმა აღნიშნა, რომ მის კლიენტს სურს მადრიდში 2022 წლამდე დარჩეს. The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ამ განცხადებამ "სამეფო კლუბის" მესვეურები გააღიზიანა. "ლოს ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ყველა ვარიანტს განიხილავს და გუნდს, რომელიც ბეილის ტრანსფერზე თანხმობას განაცხადებს, აქტიურად ეძებს.

ბრიტანული გამოცემის თქმით იმ შემთხვევაში თუ გარეტი სხვა კლუბში არ გადავა, მადრიდელები აპირებენ უელსელს ულტიმატუმი წაუყენონ და საჭიროების შემთხვევაში "რეალის" 23-წლამდელთა გუნდშიც გაამწესებენ.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით The Sun აცხადებს, რომ წლევანდელი ზაფხული "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე გადატვირთული იქნება და მათ გეგმებში ბეილის შენარჩუნება ნამდვილად არ შედის. 

როგორც ირკვევა "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბეილთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა გაჩენილი. მადრიდელები მიიჩნევენ, რომ გარეტს თამაშის სურვილიც აღარ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები