ფელიშის ტრანსფერის გასაღები კრიშტიანუ იქნება? -
Aa
Aa

ფელიშის ტრანსფერის გასაღები კრიშტიანუ იქნება? - "იუვეს" ახალი გეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ თინეიჯერი ტალანტით, ჟოაო ფელიშით სერიოზულად ინტერესდება და ამ კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა. „ბინაკონერის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ, ფეხბურთელის აგენტ ჟორჟე მენდეშთან მარტში პირველი შეხვედრა გამართა, წინა კვირას კი მას კიდევ ერთხელ შეხვდა.

იტალიური პრესის თქმით, ტურინელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და სატრანსფერო მოლაპარაკებებში თვით კრიშტიანუ რონალდუს დახმარების გამოყენებასაც გეგმავენ. საიდუმლო არაა, რომ ფელიშს კრიშტიანუსთან ერთად თამაში სურს, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კი „იუვეს“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ „ბებერი ქალბატონის“ რიგებში თამაშის პერსპექტივაზე 19 წლის შემტევს პირადად გაესაუბრება.

„ბენფიკა“ ჟოაო ფელიშის ტრანსფერის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს, მას ლისაბონელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ფელიშმა გუშინ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და „მარიტიმუს“ წინააღმდეგ დუბლს, საგოლე გადაცემაც მიამატა. პრიმეირა ლიგის მიმდინარე სეზონში მას 13 გოლი და 7 ასისტი მოუგროვდა. „ბენფიკამ“ გუშინდელი შეხვედრა 6:0 მოიგო და „პორტუს“ კვლავ ურთიერთშეხვედრათა ბალანსის გამო უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები