„რატომ გვაქვს ვიდეო რეფერი, თუ შენ მას არ იყენებ?! ამიხსენი ეს!“ სკანდალი ლიგა 1-ში
Aa
Aa

„რატომ გვაქვს ვიდეო რეფერი, თუ შენ მას არ იყენებ?! ამიხსენი ეს!“ სკანდალი ლიგა 1-ში

ლიგა 1-ში პსჟ-ს ჩემპიონობა გადაედო. პარიზელებმა მეორეადგილოსან „ლილთან“ სტუმრად 1:5 წააგეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ტომას ტუხელის გუნდს პრეტენზიები შეხვედრის მთავარ არბიტრთან ჰქონდათ. მსაჯმა მოედნიდან ბერნატი გააძევა, შემდეგ მბაპეს 2 გოლი გაუუქმა და ვიდეო რეფერის გამოყენება არც უცდია.

მატჩის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალ გზაზე სიტუაცია დაიძაბა.

გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში იულიან დრაქსლერი თანაგუნდელების დამშვიდების ნაცვლად მსაჯისკენ იწევდა. გერმანელი ფეხბურთელი განრისხებული იყო და თავს ვერ აკონტროლებდა.

დრაქსლერს თანაგუნდელი ალფონსო არეოლა და კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი აკავებდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.

გვირაბიდან განრისხებული გერმანელის ყვრილი ისმოდა: „რატომ გვაქვს ვიდეო რეფერი, თუ შენ მას არ იყენებ?! ამიხსენი ეს!“

არანაკლებ გაბრაზებული მბაპე მსაჯს ბევრ რამეში ადანაშაულებდა: „ამ მსაჯმა ჩვენ წაგვართვა ლიგის თასი, წაგვართვა (გააძევა) ჩვენი მოთამაშეები, ის ყველაფერს გვართმევს“.

პსჟ-მ გასულ საღამოს ხელიდან გაუშვა შანსი, რომ ბოლო ორ წელიწადში ზედიზედ მეორედ „პიერ მურუს“ სახელობის სტადიონზე ჩემპიონობა გაეფორმებინა.

„ლილმა“ მათ ლიგა 1-ში ბოლო 19 წელიწადში ყველაზე მტკივნეული მარცხი აგემა. პარიზელებმა ბოლოს 5 ბურთი 2000 წელს გაუშვეს.

შეხვედრაში ანგარიში ტომას მუნიერს ავტოგოლით გაიხსნა. შემდეგ მოედანზე მთავარი მოქმედი პირი ხუან ბერნატი იყო, რომელმაც ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

პარიზელები ბერნატის გაძევებისა და მბაპეს გაუქმებული გოლებისას VAR-ის არგამოყენების გამო განრისხებულები იყვნენ.

ხსენებული არბიტრი თასის მეოთხედფინალში პსჟ-სა და „გენგამის“ მატჩს ნსჯიდა, რომელიც პარიზელებმა 1:2 დათმეს.

გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ჟურალისტებმა ტომას ტუხელის სიტყვები გაიგონეს, რომელიც შემდეგს ამბობდა: „ეს ის მსაჯია, რომელმაც „გენგამთან“ მატჩი განსაჯა. მან ჩვენს წინააღმდეგ უკვე სამი პენალტი დანიშნა“.

შეხვედრის შემდეგ დამწუხრებული იყო პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფიც: „ჩვენ ფრანგული ფეხბურთის დონე უნდა ავწიოთ! „ჩვენ ფრანგული ფეხბურთის დონე უნდა ავწიოთ!“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები