Aa
Aa

საქართველოს პირველი ოქრო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე!

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 61 კგ. წონით კატეგორიაში მიშველაძის გარდა საქართველოს სახელით რამინ შამილიშვილი გამოვიდა.

რამინ შამილიშვილმა ატაცში 121 და 124 კილოგრამი აწია და მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო მიშველაძემ ატაცში მე-4 ადგილი დაიკავა.

შამილიშვილმა აკვრაში სამივე მცდელობა წარმატებით დაასრულა, მიშველაძემ კი აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა. მიშველაძისთვის პირველი ცდა წარუმატებელი გამოვიდა, თუმცა მეორე და მესამე ცდაზე ჯერ 149, შემდეგ კი 156 კილოგრამი აწია, რაც საუკეთესო შედეგი იყო და ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

შამილიშვილმა აკვრაში მე-5 ადგილი დაიკავა.

ორჭიდში ოქროს მედალს ბელარუსი ლაპცეუ დაეუფლა. მიშველაძემ ორჭიდში წარუმატებლად იასპარეზა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ მას ტრავმა აწუხებს, რაც შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს უშლის.

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ცხელი ამბები