ჩერიშევი:
Aa
Aa

ჩერიშევი: "ვფიქრობ, რომ რონალდუ გეი არ არის... ზუსტად არასდროს იცი"

„ვალენსიას“ რუსი შემტევი დენის ჩერიშევი КраСава-სთან საუბარისას კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო ფაქტებს იხსენებს.

ჩერიშევმა ინტერვიუს დასასრულს რონალდუს სექსუალური ორიენტაციის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„ის სახლში საღამოობით ყოველთვის ვარჯიშობდა. მახსოვს დილით ხანდახან 3-4 საათზე ვდგებოდით და სავარჯიშოდ მივდიოდით, ის კი იმ დროს ცივ აბაზანას იღებდა. ნამდვილი პროფესიონალია.

როდესაც ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით, რონალდუ იმ დროს ირინა შეიკთან იყო და რუსულად სულ რამდენიმე სიტყვას ამბობდა - ჩანგალი, კოვზი...

რუსეთში ჩასვლას გეგმავდა. არ ვიცი მოახერხა თუ არა.

არ ვიცი არის თუ არა ის გეი. ვფიქრობ, რომ არა. ზუსტად არასდროს იცი“.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ რონალდუს მსგავსი შინაარსის ჭორები გაუვრცელეს. თითქოს ის კინგბოქსიორ ბად ჰარისთან „მეგობრობდა“.

მოსალოდნელია, რომ დენის ჩერიშევს უახლოეს მომავალში თავს რონალდუს მილიონობით ქომაგის რისხვა დაატყდება.

ასევე იხილეთ - კაპელო: „რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მესი გენიოსია"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები