''დინამოს'' დამაჯერებელი გამარჯვება - თბილისელთა 4 გოლი ლატვიურ კლუბთან
Aa
Aa

''დინამოს'' დამაჯერებელი გამარჯვება - თბილისელთა 4 გოლი ლატვიურ კლუბთან

საფეხბურთო კლუბმა თბილისის ''დინამომ'' თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ლატვიურ ''ლიეპაიასთან'' ჩაატარა. ზაურ სვანაძის გუნდმა შეხვედრა 4:1 მოიგო. ''დინამოსთვის'' გოლები კარბიამ, როხანომ, ერგემლიძემ და ივანისენიამ გაიტანეს.

 

თბილისის ''დინამომ'' ლატვიურ კლუბთან შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: სიკაჩი, რუხაია (ნოჩე 46), მეჯუბი (ივანისენია 77), მონხილი (კობოური 74), იაშვილი (გაბიტაშვილი 77), ზარია (პაპავა 46), კუხიანიძე (ქარდავა 60), შენგელია (ნინუა 77), შულაია (ერგემლიძე 69), კარბია, კუტალია (როხანო 46)

''ლიეპაიას'' მაისურით თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ იასპარეზა.

''დინამო'' შემდეგ ამხანაგურ მატჩს 19 თებერვალს ლუგანსკის ''ზორიასთან'' ჩაატარებს.

ფოტო/ვიდეო: fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები