ჟვანია ინგლისურ კლუბში დარჩა
Aa
Aa

ჟვანია ინგლისურ კლუბში დარჩა

ქართველმა მორაგბემ, ზურაბ ჟვანიამ ინგლისურ “ვოსპსთან” კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

ბრიტანელებმა ქართველი ბურჯი გასულ ზაფხულს ტრავმირებული მეტ მალენის შემცვლელად აიყვანეს, თუმცა, ჟვანიამ გუნდში ადგილი დაიმკივდრა.

ქართველი მორაგბე მანამდე  6 სეზონის განმავლობაში ფრანგული “სტად ფრანსის” ღირსებას იცავდა და პარიზელთა მაისურით 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ამასთან, 2015 წელს “ტოპ 14” მოიგო, 2017 წელს კი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული გახდა.

ჟვანიას ეროვნულ ნაკრებში 37 შეხვედრა აქვს გამართული , სადაც 11 ლელოს დადება მოახერხა.

ინგლისის “პრემიერშიპში” “ვოსპსი” მე-6 ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს თებერვალში გამართვს.

მანამდე კი 20 იანვარს  ჩემპიონთა თასის ეგიდით ირლანდიურ “ლენსტერს” უმასპინძლებს.

ცხელი ამბები