ვან გაალი: ''კლოპმა ''ლივერპული'' მებრძოლ მანქანად გარდაქმნა''
Aa
Aa

ვან გაალი: ''კლოპმა ''ლივერპული'' მებრძოლ მანქანად გარდაქმნა''

''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გალმა პრემიერლიგის ფავორიტების, ''ლივერპულისა'' და ''მანჩესტერ სიტის'' შესახებ ისაუბრა. გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს mirror-ი ავრცელებს.

''იურგენ კლოპმა ''ლივერპული'' ნამდვილ მებრძოლ მანქანად გარდაქმნა როგორც შეტევის, ასევე თავდაცვის კუთხით.

ინგლისის პრემიერლიგაში ერთ გუნდზე რომ დამედო თანხა, ეს გუნდი ''ლივერპული'' იქნებოდა.

''მანჩესტერ სიტისთან'' შედარებით ''ლივერპულს'' დაცვაში თამაში გაცილებით უკეთ გამოსდის. კლოპი ფეხბურთელებს ავარჯიშებს, რომ თითოეული მათგანი მებრძოლი იყოს, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ თამაშისას. ზუსტად ეს არის გუარდიოლას გუნდის სისუსტე.

''მანჩესტერ სიტი'' განსაცვიფრებელი საფეხბურთო იდეებით თამაშობს, მაგრამ ნამდვილი მებრძოლი სულისკვეთების გარეშე.

პრემიერლიგაში ჩემპიონობის სამი ფავორიტია. ''მანჩესტერ სიტისთან'' და ''ლივერპულთან'' ერთად ჩემპიონობისთვის ''ტოტენჰემიც'' იბრძვის, თუმცა ტრიუმფისკენ სვლის ყველაზე დიდ ჟინს კლოპის ფეხბურთელებში ვხედავ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები