იანვარში ტრანსფერები იქნება - სოლსკიაერს
Aa
Aa

იანვარში ტრანსფერები იქნება - სოლსკიაერს "მანჩესტერმა" 50 მილიონი ფუნტი გამოუყო

როგორც ცნობილია „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჟოზე მოურინიოს დათხოვნის შემდეგ სეზონის ბოლომდე კლუბის ლეგენდარული ფორვარდი ოლე გუნარ სოლსკიაერი ჩაიბარებს.

დღეს კი Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „წითელი ეშმაკები“ ახალ დამრიგებელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის 50 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ.

წყაროს ცნობით, „მანკუნიანელთათვის“ პრიორიტეტი ცენტრალური მცველისა და მარჯვენა გარემარბის შეძენა იქნება.

ვრცელდება ფეხბურთელთა სახელებიც, რომლებიც „მანჩესერის“ სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებენ. „ტოტენჰემის“ ბელგიელი უკანახაზელი ტობი ალდერვეირელდი და „იუვენტუსის“ ბრაზილიელი გარემარბი დუგლას კოშტა - ინგლისელები სწორედ მათ გადაბირებას შეეცდებიან.

Daily Mail-ის ინფორმაციით მას შემდეგ რაც „იუნაიტედი“ მოურინიომ დატოვა გავრცელდა ხმები, რომ გუნდიდან წასვლა პოლ პოგბამაც გადაიფიქრა.

კულუარული ინფორმაციით, სოლსკიაერმა თავის პირველ ვარჯიშზე განაცხადა, რომ ის გუნდის თამაშის აწყობას პოგბას ირგვლივ გეგმავს.

ამ წუთისთვის „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 26 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 11 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები