მჯდომარე ფრენბურთელების წარმატება
Aa
Aa

მჯდომარე ფრენბურთელების წარმატება

ავსტრალიაში დასრულებულ  „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრები ჩემპიონი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები 2 სეტში ანგარიშით 21:14, 21:12 დაამარცხეს და მთელი ტურნირი სეტის წაუგებლად დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სამხედროებმა ეს ტურნირი 2017 წელსაც სეტის წაუგებლად მოიგეს.

საქართველოს ნაკრები დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით იყო დაკომპლექტებული.

ძლიერთა თამაშები პრინც ჰარის მიერ შექმნილი საერთაშორისო მულტიდისციპლინური შეჯიბრია, რომელშიც დაჭრილ ან დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდები ასპარეზობენ.

ცხელი ამბები