Aa
Aa

"ტატიშვილის" წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე

მფკ „ტატიშვილმა“ ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და მომდევნო რაუნდში გავიდა.

გადამწყვეტ მატჩში ალექსანდრე ძაბირაძის გუნდმა მასპინძელი, კიშინიოვის „დინამო“ 3:1 დაამარცხა.

„ტატიშვილის“ რიგებში გოლები ვახტანგ ჯვარიშვილმა და გიორგი ტიკურიშვილმა გაიტანეს. ამ უკანასკენლმა მატჩში დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვეს , რითაც მოლდოვურ და შვეიცარიულ კლუბებეს აჯობეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები