ზაზა ნადირაძე:
Aa
Aa

ზაზა ნადირაძე: "მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მოსკოვში მაქსიმალურად ვიძიე შური"

როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიაში კანოე-კაიაკის მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრიან დისტანციაზე ევროპის ჩემპიონმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მე-4 ადგილი დაიკავა.

ქართველმა ნიჩბოსანმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხების შემდეგ შური იძია და მოსკოვში გამართული შეჯიბრი Super Sprint მოიგო.

მსოფლიო ჩემპიონატზე ნადირაძემ სასურველი სტარტი ვერ აიღო, რის შემდეგაც ლიდერთა სამეულში შესვლა გაუჭირდა.

ქართველი სპორტსმენი იმედს არ კარგავს და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

ნადირაძემ გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა:

მეგობრებო მსოფლიოს შემდეგ მოსკოვში მაქსიმალურად ვიძიე შური. მართალია ეს გამარჯვება იმ მარცხს ვერ აღადგენს, მაგრამ მაინც. ჩატარდა საერთაშორისო შეჯიბრი super sprint, სადაც ყველას მოვუგე ვინც მსოფლიოზე მომიგო".

ცხელი ამბები