''საბურთალოს'' გამარჯვება ლამაზი გოლებით - გონსალვეშის ბრწყინვალე მატჩი
Aa
Aa

''საბურთალოს'' გამარჯვება ლამაზი გოლებით - გონსალვეშის ბრწყინვალე მატჩი

ეროვნული ლიგის მე-20 ტურში ეროვნული ლიგის ლიდერმა ''საბურთალომ'' სტუმრად 3:1 დაამარცხა ფოთის ''კოლხეთი.'' გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ''საბურთალოს'' ერთ-ერთმა ლიდერმა ვაგნერ გონსალვეშმა დუბლი შეასრულა, მისი გოლები საკმაოდ ლამაზი და ეფექტური გამოვიდა.

''საბურთალოს'' მხრიდან მესამე გოლი გურამ გოშთელიანის ანგარიშზეა. ერთადერთი საპასუხო გოლი 83-ე წუთზე ლუკა იმნაძის საგოლე გადაცემის შემდეგ ილია მიხალიოვმა გაიტანა.

გონსალვეშის გოლები

იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა

ბოლნისის ''სიონმა'' 4:0 გაანადგურა ''სამტრედია.''  ბოლნისური გუნდის შემტევმა დავით კირკიტაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო 1 გოლი ბიძინა მახარობლიძის ანგარიშზეა.

იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები