Aa
Aa

''რეალი'' - ''იუვენტუსი'': მატჩის შემდგომი კომენტარები

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მადრიდის “რეალი’’ “ბერნაბეუზე’’ 1:3 დამარცხდა ტურინის “იუვენტუსთან,’’ თუმცა ორი მატჩის ჯამში ესპანურმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“ორი მატჩის ჯამში დავიმსახურეთ ნახევარფინალში გასვლა, ამ გამარჯვებით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები. კმაყოფილი არ ვიყავი ფეხბურთელთა საქმისადმი მიდგომით, მაგრამ ბეილის შეცვლა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ის იყო დამნაშავე, მისი შეცვლით მსურდა თამაშის დინამიკის შეცვლა. ლუკას ვასკესმა და მარკო ასენსიომ გუნდის თამაშში დიდი ენერგია შემოიტანეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საწინააღმდეგოს ვფიქრობ ბეილის ან კაზემიროს შესახებ. ბოლოს კრიშტიანუმ გაიტანა და ჩვენ გვიმარჯვეთ საშინაო შეხვედრაში. ბოლო წუთამდე მჯეროდა გამარჯვების და შემდეგ ეტაპზე გასვლის.

ფეხბურთელებმა მითხრეს რომ ის იყო პენალტი, მაგრამ მე არ მინახავს ეს მომენტი განმეორებით ჩვენებაზე, ნებისმიერ შემთხვევაში არბიტრმა მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ ვერაფერს შევცვლით.

მეტოქემ ბრწყინვალედ ითამაშა, “იუვენტუსის’’ ფეხბურთელებმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს. მათმა მწვრთნელმა კარგად დაგეგმა თამაში.’’

პეპ გუარდიოლას თქმით “რეალის’’ ფეხბურთელები არბიტრზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ, “სიტის’’ მთავარ მწვრთნელს ასე უპასუხა ფრანგმა: “მის მიმართ არაფრის თქმას ვაპირებ, არ მაინტერესებს რას ამბობს გუარდიოლა.’’

“სამეფო კლუბის’’ მთავარმა მწვრთნელმა ჯანლუიჯი ბუფონის შესახებაც ისაუბრა: “გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი აზრით ბუფონი არ იმსახურებდა გაძევებას, თუმცა არბიტრი იღებს გადაწყვეტილებას. ბუფონი ბრწყინვალე ფეხბურთელია, შესაძლოა მან შემდეგ წელსაც ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე ან შესაძლოა მან ამ ტურნირზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.’’

 მატჩის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის’’ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ “ბერნაბეუზე’’ პრესკონფერენცია გამართა.

“პირველ მატჩში მარცხის შემდეგ ახლოს ვიყავით შემდეგ ეტაპზე გასვლასთან, სულ მცირე თამაშის დამატებით დროში გადასვლას ვიმსახურებდით. ჯიჯის რეაქცია იყო გასაგები და მე ვფიქრობ სრულიად ადეკვატური. მცირე დეტალები ბევრ რამეს ცვლიან ორმატჩიან დაპირისპირებაში.

მე არ მიყვარს ერთეულ ეპიზოდებზე საუბარი, მაგრამ მატჩის არბიტრს ვუთხარი, რომ ეს არ იყო  თერთმეტმეტრიანი. ჩვენი მარცხი მსაჯის შეცდომამ განაპირობა, რაც უეფას პრობლემაა. არ იყო ვიდეო რეფერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აქვს შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად.

მადრიდში ჩემმა ფეხბურთელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, ასევე მაღალ დონეზე ითამაშეს ტურინში 60 წუთის განმავლობაში. ჩვენ ახლოს ვიყავით მიზანთან, მაგრამ ჩვენთვის უიღბლო საღამო გამოვიდა.’’

 

დელ პიერო: "ბუფონი მართალი არ იყო"

ბენატია: "ვასკესი უკვე მინდორზე ეცემოდა, სანამ მე მას შევეხებოდი"

"რეალი" - "იუვენტუსი" - მატჩის შემდეგ ხმამაღალი კომენტარები გაკეთდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები