ბენატია:
Aa
Aa

ბენატია: "ვასკესი უკვე მინდორზე ეცემოდა, სანამ მე მას შევეხებოდი"

მადრიდის "რეალსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის გამართული სკანდალური 1/4 ფინალის შემდეგ კომენტარი მთავარი ეპიზოდის მთავარმა მონაწილემ მეჰდი ბენატიამ გააკეთა.

მაროკოელმა მცველმა beIN Sports-თან საუბრისას აღნიშნა, რომ პენალტის ეპიზოდის დროს ვასკესს ვარდნა უკვე დაწყებული ჰქონდა და მასთან კონტაქტი ამის შემდეგ იყო.

"ლუკას ვასკესი უკვე მინდორზე ეცემოდა, სანამ მე მას შევეხებოდი. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მისთვის ხელი არ მიკრავს. ის დაეცა, რადგან იმ მომენტში ბურთზე თამაშის უკეთესი შანსი მქონდა. 93-ე წუთზე ასეთი თერთმეტმეტრიანის დანიშვნა აბსურდია. ზუსტად იგივე მდგომარეობაში ჩავარდა მიუნხენის „ბაიერნი“ გასულ წელს. რა შეგიძლია რომ გააკეთო ასეთ დროს? არ ვიცი როდის უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი. სიმბოლურია, რომ ასეთი რამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდა... ეს ესპანეთია, ეს მადრიდის "რეალია". აი ასე აგვარებენ აქ საქმეებს. მსოფლიო ფეხბურთზე გული მერევა!"

აღნიშნულ მომენტზე beIN Sports-თან კომენტარი გააკეთა საკამათო ეპიზოდის მეორე გმირმა ლუკას ვასკესმაც.

"იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი? რათქმაუნდა. კრიშტიანუმ პასი იმ დროს მომცა, როცა მე პენალტის ნიშნულთან ვიდექი და საგოლე მომენტის გამოყენებას ვაპირებდი, როდესაც მან უკნიდან მიბიძგა. ეს ეპიზოდი სადაოც კი არ არის.

რაც შეეხება „იუვეს“ ფეხბურთელების პროტესტს, ეს ნორმალურია. ბოლო წუთი იყო. დღევანდელი საღამო ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ვინც დუნდება ამისთვის პასუხსაც აგებს. ჩემპიონთა ლიგა შეცდომებს არავის პატიობს".

ასევე იხილეთ - "რეალი" - "იუვენტუსი" - მატჩის შემდეგ ხმამაღალი კომენტარები გაკეთდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები