Aa
Aa

ქვილითაიას გოლმა "რაპიდი" ნახევარფინალში გაიყვანა!

ავსტრიის თასის 1/4 ფინალში ვენაში "რაპიდმა" "რიდს" უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

"რაპიდი" შეხვედრას ტაიმის მიწურულს გაშვებული პენალტით 0-1-ს აგებდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა წონასწორობა ასევე თერთმეტმეტრიანით აღადგინეს.

მატჩის გადამწყვეტი მომენტი კი 77-ე წუთზე იყო, როდესაც საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ საჯარიმოში თავური დარტყმით თავისიანები წინ გაიყვანა და "რაპიდს" ნახევარფინალის საგზური გაუნაღდა.

ნახევარფინალში "რაპიდთან" ერთად ჩემპიონატის ლიდერი "ზალცბურგი", "მატერსბურგი", და "შტურმი" ითამაშებენ. კენჭისყრა კი უახლოეს უიკენდზე გაიმართება.

ქვილითაიამ გოლის გატანა ჩემპიონატის ბოლო ტურშიც შეძლო, როცა მან "ლასკს" დუბლი შეუსრულა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ კლუბში სათამაშოდ 2016 წელს თბილისის "დინამოდან" გადავადა.

"რაპიდის" შემადგენლობაში მის ანგარიშზე 57 შეხვედრაში 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები